ფრაქცია" ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია კანდიდატის წარდგენაზე კი არ არის შეთანხმებული, არამდე შეთანხმებულები არიან, რომ კანდიდატი არ წარმოადგინონ და დაუმალონ უმრავლესობას თუ ვის უჭერენ მხარს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მიზანია, რამენაირად ჩავარდეს ეს რეკომენდაცია და შემდეგ პიარულად ისე დაალაგონ, რომ ეს დაბრალდეს უმრავლესობას.
"შეთანხმებულები არიან ერთადერთ რამეზე, კანდიდატზე კი არა, არამდე იმაზე, რომ არ წარმოადგინონ კანდიდატი, რომ არ გაუმხილონ უმრავლესობას ვის უჭერენ მხარს. წარმოიდგინეთ რანაირი დამოკიდებულება აქვთ. რამდენიმე თვის განმავლობაში არავისზე არაფერი უთქვამს, საერთოდ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ახლა ვუთხარით კონკრეტული დღე, კენჭისყრის საშუალება არის მომდევნო დღეებში. თუ ისინი წარმოადგენდნენ კონკრეტულ კანდიდატურებს და იქ რაღაც თანხვედრა იქნებოდა, ჩვენ დავილაპარაკებდით ჩვენი უმრავლესობის წევრები, მაგრამ ესეც არ უნდათ. მათი მიზანია, რამენაირად ჩავარდეს ეს რეკომენდაცია და შემდეგ პიარულად ისე დაალაგონ, რომ ეს დაბრალდეს უმრავლესობას. არ გამოვა ასე, უნდა გვითხრან რაღაც და ეს რაღაც უნდა იყოს კონკრეტული კანდიდატები და ჩვენ შევცდებით, რომ ეს თეორიული შანსიც კი გავაპრაქტიკულოთ. თუ არ უნდათ მაშინ გამოვიტანთ კენჭისყრაზე და შევეცდებით, მათ შორის დავანახებთ საზოგადოებას, ვისი ბრალით რა მოდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.