15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა. სესიაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც მისი მტკიცებით, ადასტურებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის ქოლცენტრებთან შესაძლო კავშირს. გიორგი ვაშაძის თქმით, საუბარია ისკო დასენზე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს. 

"მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თევდორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანია შპს "რუდსის“ დირექტორი. თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი, დასენების კლანთან ერთად, ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს "ბლექსი როქსს", ქოლცენტრს, კომპანიას, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელ პენსიონრებს. ჩაჩი დასენი არის კომპანია "ვიპ ტრეიდის" დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიაზ დასენი, ასევე არტურ არაბიანი. ეს ადამიანები გახლავთ "ქართული ოცნების", პარლამენტის წევრის, ისკო დასენის ოჯახის წევრები. მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია არის ცამდე მართალი ამ საქმეში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები