15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ პარლამენტში განცხადება გააკეთა. 

"შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ. სამადაშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ, ღიად, საჯაროდ ამბობდა, რომ, დიახ, თქვენი სურვილი არის, რომ საკუთარ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და ა.შ. თითქოს სააკაშვილის ვიღაცა კლავს. ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს იმ კამპანიისთვის, როდესაც პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ ეს გადაწყვეტილება," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები