15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საქართველო მყარად და თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით და პრემირის ოფიციალური შეხვედრები ძალიან პოზიტიურია - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის რეიკიავიკში შეხვედრა გაიმართა- ირაკლი ღარიბაშვილმა მარკ რუტე საქართველოში მოიწვია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

პრემიერმა, კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ყველა პრინციპზე და ყველა იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომელზეც დგას ეს ორგანიზაცია და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა, რეფორმების განხორციელების და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე

"საქართველოსვე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვენცია, სადაც მან ისაუბრა ყველა პრინციპზე და ყველა იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომელზეც დგას ეს ორგანიზაცია და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა, რეფორმების განხორციელების და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს მრგვალი მაგიდის ფორმატის განხილვაში. საკითხი ეხებოდა თუ როგორ გავაძლიეროთ დემოკრატიული მედეგობა, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. აქაც საქართველოს-პრემიერ მინისტრს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენს დაახლოებას ევროპულ ოჯახთან, საქართველო მყარად და თანმიმდევრულად ახორციელებს ამ რეფორმებს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით და ჩვენ, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები