საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
შსს-ს ინფორმაციით, დელეგაცია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს პოლიციის აკადემია და დაესწრნენ სიმულაციურ სწავლებას. სტუმრები, ასევე ეწვივნენ "112-ს", საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ა შესაძლებლობები განიხილეს.