კონსტიტუციის თანახმად, პატიმარი და საქართველოს არამოქალაქე ვერ იქნება საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენების შესახებ, გამოეხმაურა.
"გინდა პირველი ნომერი იყოს, გინდა მეათე, გინდა საერთოდ არ იყოს, არსებითად ეს რა თქმა უნდა, არ შეცვლის ვითარებას სარჩევნო კუთხით გამომდინარე იქიდან, რომ მე მგონი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის",- განაცხადა კობახიძემ.