მივიღე პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება ,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
" ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ გვარდება პრობლემა. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს და ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები გვეუბნებიან, თუ რამდენად გახარებულები არიან იმითი, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავისი საჩუქრები არ სჭირდება მას, და მითუმეტეს იმ ქვეყნისგან, რომელიც არის მუდმივი ოკუპანტი,"- განაცხადა პრეზიდენტმა.