ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში რუსი მუსიკოსის და ისრაელის მოქალაქის, მიკა ვინოკუროვის საქართველოში სტუმრობას ეხმიანება.
ნიკოლეიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანტიპუტინისტი ვინოკუროვების შემოშვებას აპროტესტებენ, თვითონ პუტინისტი მიხალკოვის საპატიო სტუმრები იყვნენ.
"თვითონ პუტინისტი მიხალკოვის საპატიო სტუმრები იყვნენ მისი შვილის საქართველოში გადახდილ ქორწილში და დღეს ანტიპუტინისტი ვინოკუროვების შემოშვებას აპროტესტებენ!"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.