15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"ვინ ეკითხება, ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ, მაგრამ, სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს ანტიქართულ აზრს" - ანდრია გვიდიანი ფადი ასლიზე

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფადი ასლის სტატუსის შესახებ "ფეისბუქზე" წერს. 

"ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია." - წერს ანდრია გვიდიანი.

ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნების უმთავრესი პრიორიტეტია.

"ან ამას ვინ ეკითხება ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ, ან ეს საერთოდ ვინ არის ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს? - არც არავინ. მაგრამ, სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს.

ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია. 

როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია," - წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს, არის: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?"

დღის ამბები