15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს: თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენელს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე უარს ამბობენ, მიუხედავად იმისა, ეს ევროპული რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად კონსულტაციებს კიდევ ერთხელ სთავაზობს. შეხვედრები სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 წევრი უკვე შეარჩია, დანარჩენ ორ პოზიციაზე კი 4 კანდიდატია წარდგენილი. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ევროპული დავალების შესასრულებლად საჭიროა საკითხზე შეთანხმების მიღწევა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს ოპოზიციისგან პოზიტიური მოლოდინები არ გააჩნია.

"მოლოდინი ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან ბუნებრივია პოზიტიური ვერ მექნება იქიდან გამომდინარე, რომ წინა შემთხვევაშიც ასე იყო, მათ დააყენეს 3 და შემდეგ 2 კანდიდატი ულტიმატუმის სახით და ფაქტობრივად მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს: თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენელს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე უარს ამბობენ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპული რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა, მიუხედავად იმისა ეს პირდაპირ ემსახურება თუ არა ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას.

ჩვენ მეტწილად ევროპული რეკომენდაციების ეს პუნქტი შევასრულეთ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ბოლომდეც მივიყვანთ, მაგრამ რაც უკვე გაკეთდა არის ძალიან კარგი. ეს მათ ძალიან რომ ეწყინათ, როგორი ბულინგი მოახდინეს ერთმანეთთან და რა გარჩევები ჰქონდათ საქმის ყველაზე უტიფარი მეთოდებით, ამას ალბათ უკვე შევხედეთ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები