15 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა

ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა დელეგაცია თბილისშია - კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ.

თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო. შედგა ევროპელი სტუმრების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

გამართული შეხვედრებისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც მომზადდება მონიტორინგის ანგარიში და რეზოლუცია საქართველოსთვის.

დღის ამბები