ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადასცემს თუ არა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს უკრაინას, - განცხადებას შეერთებული შტატების უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ავრცელებს.
სალივანის თქმით, F-16-ები ევროპელი მოკავშირეების მარაგშიც არის და ამასთანავე არსებობს სხვა პრიორიტეტული სისტემებიც უკრაინისთვის გადასაცემად. სალივანის განცხადებით, შტატებმა შესაძლოა ყურადღება უფრო მეტრად მესამე მხარის მიერ გადაცემაზე გაამახვილოს.