15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან - ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სანქციებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. განსახილველია რამდენიმე მთავარი თემა, მათ შორის, სანქციების მეთერთმეტე პაკეტი, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, საუბარი იქნება იმ მესამე ქვეყნებზე, რომლებიც სანქციების არიდებაში არიან ეჭვმიტანილები. დღეს შედგება მხოლოდ განხილვა.

საუბარი იქნება უკრაინისთვის მორიგ სამხედრო დახმარებაზე. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სანქციებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე, სანქციების ახალ პაკეტზე და სამშვიდობო საკითხებზე. სანქციების საკითხი უფრო მეტად სანქციების გვერდის ავლას შეეხება, რათა თავიდან ავირიდოთ ჩვენის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა. რაც შეეხება F-16-ებს ეს კარგი იდეაა, რომელიც დიდი შვიდეულიდან წამოვიდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს მოემზადებინათ ნიადაგი, რათა უკრაინისთვის მიეწოდებინათ მათთვის საჭირო მოიერიშე თვითმფრინავები. ამიტომ ვფიქრობ, კარგია რომ მფრინავების მომზადება იწყება და ეს არის პირველი რაც უნდა გაკეთდეს. და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვის ამის მიწოდებას," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმ.

 

 

დღის ამბები