კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე სააგენტომ "აწარმოე საქართველოში", ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, საქართველოს პავილიონი წარადგინა.
პავილიონში მისულ სტუმრებს, უცხოელ კინომწარმოებლებს, დისტრიბიუტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის წარმოების პირობებს და მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს პროგრამა "გადაიღე საქართველოში" შესახებ.
კანის კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმის მარკეტ ჩვენება გაიმართება. 22 მაისს მაყურებელი იხილავს ნანა ჯანელიძის ფილმს "იარე, ლიზა" და ირინე ჟორდანიას "ჰაერი ლურჯი აბრეშუმია."