დასავლეთმა უნდა გააგრძელოს რუსეთთან საუბარი, როგორც ამას აშშ-ის ადმინისტრაცია აკეთებს - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მათ გლობალური პასუხისმგებლობა აქვთ, რუსეთი რუკიდან არ გამქრალა, ის არის ევროკავშირის უდიდესი გეოგრაფიული მეზობელი და ყველაზე მსხვილი ბირთვული ძალა ამ პლანეტაზე.
როგორც ალექსანდრ შალენბერგი ამბობს, მოსკოვი უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციაში მაგიდასთან ზის და არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგალითად, გლობალური კლიმატის და გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებაში.
შალენბერგის თქმით, მათ უნდა გამოავლინონ მკაფიო უპირატესობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების და პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრებაში ომისა და აგრესიის დანაშაულებისთვის.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთმა უნდა განაგრძოს რუსეთთან საუბარი და უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმები, როგორიცაა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და გაერო, რათა მკაფიოდ დააფიქსირონ მათი პოზიციები პირისპირ ურთიერთობისას.