15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდა.

განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები.
„ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ჩეხეთის პოლიტიკურ წრეებში არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს, დეკემბერში ჩეხეთის მხარდაჭერა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგები, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სხვადასხვა ფორმატებში, მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს. დღეს, შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ მოლოდინებზე თუ რა შეფასებებს ელის საქართველო ევროკავშირისგან დეკემბერში.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრა ასევე გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციასა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს შორის.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ჩეხ კოლეგებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ჩეხმა კანონმდებლებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრაში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, დავით სონღულაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო და მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ.

დღის ამბები