15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე.

დღესვე, კონფერენციები გაიმართება ადიგენსა და ბორჯომში.

დღის ამბები