ცესკომ 29 აპრილის არჩევნების ანგარიში წარადგინა. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება, წინასწარი შედეგების გამოცხადება, შშმ პირებისთვის შეთავაზებული სერვისები - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაც ცესკოს ანგარიშში მოხვდა.
ღონისძიებას სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.