15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პარტია მიდის იქითკენ, რომ ის კიდევ ერთხელ დაიშლება, ეს უკვე ჩანს, თუმცა ამ პროცესს აფერხებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - რომან გოცირიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დაიშლება, თუმცა ამ პროცესს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აფერხებს, რადგან ყველა ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლის გადაეცნენ ხელს შეუშლის არასწორი იქნება.

როგორც გოცირიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, საჭირო მხარეები რაღაცნაირად მორიგდნენ და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას და მომავალი არჩევნებისთვის დიდი კოალიციის შექმნას შეუწყონ ხელი, თუმცა ამის ალბათობა მინიმალურია.

"პარტია მიდის იქითკენ, რომ ის კიდევ ერთხელ დაიშლება. ეს უკვე ჩანს, თუმცა ამ პროცესს აფერხებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას, იქნება არასწორი. ამიტომ, მინიმალური შანსი არსებობს, თუმცა შეიძლება გუშინ მეტი იყო ვიდრე დღეს, რომ ეს ორი მხარე პარტიაში რაღაცნაირად მორიგდეს, ძალაუფლება გადაინაწილონ, პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყვნენ და მთავარ მიზნად დაისახონ არა მეგობრობა, ჩახუტება და ქეიფები, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა და მომავალი არჩევნებისთვის დიდი კოალიციის შექმნას შეუწყონ ხელი. თუმცა ამის მიზერული შანსი არსებობს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები