ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიცია აგრძელებს სპეკულაციას, როდესაც 26 მაისის თემატიკაზე კრიტიკულად საუბრობს.
თეა წულუკიანის შეფასებით, მისი თქმით, სპეკულაციები "თითიდან გამოწოვილია."
"ის სპეკულაციები, რაც დღეს გვესმის არის თითიდან გამოწოვილი და უკვე ამ ადამიანებს ახასიათებთ, რომ ყველაფერში დაინახონ ნეგატივი, ან ეძებონ სკანდალი. როგორც ბატონმა გივი თარგამაძემ თქვა, მათი ემბლემა უკვე უბრალოდ არის "ტრიპაჩობა" და "ტრიპაჩული" აქციები და რაკი ვერ გადაატრიალეს მთავრობა, ახლა უკვე დიზაინერების კრიტიკით არიან დაკავებულები.
შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ - "ევროპისკენ", ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართული და ევროკავშირის დროშებით. ასევე, მახსოვს, რომ როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გვქონდა, მაშინაც 26 მაისი ვიზეიმეთ ამ 2 ატრიბუტიკით, ემბლემებით. წელს კი, თემატიკა შერჩეულია თავისუფლება - "თავისუფლებისკენ", ამ თემატიკის გარშემო ვტრიალებთ და ბუნებრივია, ალბათ, ჩვენი მთავარი ემბელემატიკა და მასალა, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები იყენებენ, არის ჩვენი ეროვნული დროშა და ეროვნული ფერები," - განაცხადა თეა წულუკიანმა.