15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ჩვენ სანქციებს ვიცავთ, ჩვენ რეფორმებს ვატარებთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, საქართველო, მისი ერი და სახელმწიფო მზად არის, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო სანქციებს იცავს, რეფორმებს ატარებს და თუ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, საქართველო, მისი ერი და სახელმწიფო მზად არის, რომ გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

წულუკიანის თქმით, გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია აკეთებს.

"ჩვენ სანქციებს ვიცავთ, ჩვენ რეფორმებს ვატარებთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, საქართველო, მისი ერი და სახელმწიფო მზად არის, რომ გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რა საკვირველია იმ დათქმით, რომ ეს რეფორმები ამ მომენტშიც გრძელდება და მომავალში გაგრძელდება. გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია აკეთებს", - განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები