რუსთაველის გამზირზე საზეიმო ღონისძიებების პარალელურად დაიგეგმა საპროტესტო მსვლელობები.
დღის პირველ ნახევარში რუსთაველის მეტროსთან ორგანიზაცია "ტალღა და ჯიუტი" შეიკრიბა, მონაწილეები ევროკავშირის დროშით პარლამენტთან მივიდნენ, თუმცა თავისუფლების მოედნისკენ გზის გაგრძელება ისურვეს იმ დროს, როდესაც ფიცის დადების ცერემონია მიმდინარეობდა.
პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დაკავებულმა პირმა ორჯერ გაარღვია კორდონი.
"ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და ორჯერ გამოარღვია კორდონი, დასაკავებელი იყო! აქცია გამართონ პარლამენტთან, ტავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღოისძიება და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას, ევროკავშირის დროშა ეჭირათ თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არ შევუშვით აქციის მონაწილეები და არა დროშიანი პირები,"- აცხადებს სირაძე.
ევროკავშირის დროშით მსვლელობა "ლელომ" დაგეგმა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტთან იკრიბებიან.