15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს მეზობელი და მეგობარი ქვეყნები ულოცავენ - მსოფლიო საქართველოს დროშის ფერებში განათდა

მსოფლიო საქართველოს, ეროვნულ დღესასწაულს ეროვნული დროშის ფერებში განათებული შენობებით ულოცავს.

სავიზიტო ბარათებად ქცეული ღირსშესანიშნაობები, წითელ და თეთრ ფერებში ოთხ კონტინენტზე გაანათეს.

ვაშინგტონის, სტამბოლისა და დუბლინის ხიდები, ტალინის თავისუფლების მოედანი, ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრი და არგენტინის პარლამენტის შენობა. მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქის მთავარი სიმბოლო "მანეკენ პისი" ჩოხაში გამოაწყვეს.

დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველი პირებიც ულოცავენ, ზოგი წერილით, ზოგი კი სოციალურ ქსელში ქართულად დაწერილი სტატუსით. ერთ-ერთი პირველი მილოცვა თბილისმა ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან მიიღო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად რუსული აგრესიისა, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი უცვლელია.

საქართველომ მილოცვა მიიღო ომში მყოფი უკრაინისგანაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული უკრაინელი ერის სახელით მიულოცა. წერილი კიევიდან სალომე ზურაბიშვილთან გაიგზავნა. დამოუკიდებლობის დღე, დღეს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის მეფემაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ლონდონსა და თბილისს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

დღის ამბები