15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
პრემიერი - მჯერა, რომ ჩვენი ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, სწორი და ეროვნული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ მშვიდობის და გაერთიანების გზაზე

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენასა და ამასთან დაკავშირებით საქართველოში გაკეთებულ გამოხმაურებებს შეეხო.  

"რაც შეეხება ფრენებს, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 2019 წელს, იგივე ჩვენი ევროპელი კოლეგები, ეს განცხადებები არსებობს, ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ყველა ვინც მხარს გვიჭერდა და გვიჭერს, მაშინ გამოდიოდნენ ღია მოწოდებებით რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომ აღედგინათ ფრენები, 2019 წელს. მაშინ რა ხდებოდა ჩვენთან, ოკუპაცია აღარ იყო, ომი აღარ იყო მომხდარი თუ შეცვლილი იყო რამე სტატუს კვო. არავითარი, ერთი განსხვავება, უკრაინის ომი არ იყო მაშინ და უკაცრავად, კიდე გავიმეორებ - ჩვენი ომი, არის ჩვენი ომი და არ არის ჩვენი ომი მათთვის ომი, თუ ამდენი ხალხი რომ დაიღუპა და დავკარგეთ ტერიტორიები ეს არაფერია მათთვის? თუ ტერიტორიების სიდიდესა და ადამიანების რაოდენობაზეა მაინც და მაინც გათვლა?! -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფრენები არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი და ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან.

"ფრენები არის შემადგენელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან და ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახის წევრებს, სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება, უვიზო რეჟიმი. მოლდოვას დღეს აქვს უვიზო რეჟიმი. უკრაინას,  მე მგონი აქვს დღესაც უვიზო რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები. ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული. პირიქით, ყველაფერი რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას და ბიზნესს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ესე იგი ყოველ დღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს, ლარსის გამშვებ პუნქტს. მათ შორის სამგზავრო, მათ შორის სატვირთო, ათასობით მანქანა და რა განსხვავებაა ვერ გავიგე, მაშინ დავკეტოთ ესეც. მეორე ეტაპი იქნება და დაკეტეთ მაშინ საზღვრები. გააჩერეთ ვაჭრობა. ჩვენ ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორისგან, მილიარდებზეა საუბარი უკვე. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს, რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს, რა ხდება, რატომ? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ეს არის ჩემო ძვირფასებო რეალობა, ვრცლად მოგიყევით, მაგრამ მინდოდა ამის თაობაზე მესაუბრა თქვენთან. კიდევ ერთხელ მინდა, რომ გადაგიხადოთ მადლობა, ჩემი მხარდაჭერა დაგიდასტუროთ, ჩვენი მთელი გუნდის მხარდაჭერა და მე მჯერა, რომ ჩვენი ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, სწორი და ეროვნული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ მშვიდობის და გაერთიანების გზაზე. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მადლობა,"- განაცხადა პრემიერმა. 

 

დღის ამბები