დღეს თურქეთი ქვეყნის მე-13 პრეზიდენტს ირჩევს. ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური ტარდება, სადაც კენჭს 2 კანდიდატი იყრის: მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებს საკუთარი ხმის დაფიქსირების უფლება საღამოს 17:00 საათამდე ექნებათ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი, წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.
პირველ ტურში რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44.89%.
თურქეთის მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო.
"ამ არჩევნების იმედი მაქვს. მომავალს ველი. ეს იქნება რეფერენდუმი ჩვენი ახალგაზრდობისა და ჩვენი ერისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ."
"როგორც ჩანს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაიმარჯვებს. ოპოზიციამ ერდოღანს ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციის ქმედებები ხალხს ვნებს."
"ვფიქრობ, ახლა ცვლილებაა საჭირო. ამჯერად ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ."
"იმედია ყველაფერი კარგად იქბა, იმედიანად ვიქნები. ასეთი გამოთქმა გვაქვს: "იმედია გაზაფხული მოვა".