15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
თუ ევროკავშირში გაწევრიანება ხალხის უმრავლესობას სურს, მაშინ ასე უნდა ქნათ... უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ნაწილი - ევროპარლამენტარი მიკ უოლესი

"თანამედროვეობა, როგორც კრიზისი" - თბილისში "გლობალური ინიციატივა ცვლილებებისთვის" მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებას სტუმრები იყვნენ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. შეხვედრას ესწრებოდნენ მოქმედი ევროპარლამენტარები, მიკ უოლესი და ქლერ დეილი. საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

"ვფიქრობ, საქართველოს ისევე მიესალმებიან ევროკავშირში, როგორც სხვა ნებისმიერს. კანდიდატის სტატუსის არმიღება უფრო გეოპოლიტიკური მიზეზია და არა ის, რომ საქართველომ რამე არ გააკეთა. მხარს გიჭერთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობა ბევრი ინსტანციის პოლიტიზებას გულისხმობს," - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ქლერ დეილმა.

"საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. თუ ევროკავშირში გაწევრიანება ხალხის უმრავლესობას სურს, მაშინ ასე უნდა ქნათ. ვფიქრობ, უფრო მეტი განათლება და სიცხადეა საჭირო. უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირს შეიძლება ხედავდეთ როგორც თქვენი პრობლემების გადამჭრელს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირსაც აქვს მეტ ნაკლებად პოზიტიური ელემენტები," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა, მიკ უოლესიმ.

 

დღის ამბები