15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამოაქვეყნა პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ლიდერობს. მას აქვს ხმების 50%-ზე მეტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის ხმების უმრავლესობა არის დათვლილი და შესაბამისად, ვრცელდება წინასწარი შედეგები, რომლითაც ერდოღანი იმარჯვებს.

თურქულ მედიაში კი ვრცელდება არჩევნების წინასწარი შედეგები. ამ დროისთვის თურქული მედიის ინფორმაციით, ხმების დაახლოებით 96% არის დათვლილი და წინასწარი შედეგებით, ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი, მას დაახლოებით ხმების 52% აქვს მიღებული. რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტს - ქემალ ქილიჩდაროღლუს, მას აქვს 47%.

 

 

 

დღის ამბები