15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ჯგუფების ინტერესების გატარებას ემსახურება ესეთი მაღალი თანამდებობა" - ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის შესახებ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რადიკალური ჯგუფების ინტერესების გატარებას ემსახურება. 

"პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმაციის იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ჯგუფების ინტერესების გატარებას ემსახურება ასეთი მაღალი თანამდებობა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს აზიანებს. იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ შევიდეთ არა კონკრეტული პირის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეფასებაში, სწორედ ამიტომ, შემოვიფარგლებით იმ განცხადებებით, რაც უკვე გავრცელებულია პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები