საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება "ტვიტერზე" მიულოცა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან და მომავალში ამ ურთიერთობის გაღრმავებას ელის.
"ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.