საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივნის, ქეთევან თურაზაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში ისევ არიან მოსამართლეები, რომელთა მხრებზეც არის "მძიმე საქმეები , ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"თქვენ ხშირად იმეორებთ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სხვა რეალობაში, მეც დაგეთანხმებოდით, რომ პოლიტიკოსები შორს უნდა იყვნენ სასამართლოსგან, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც იარსებებს გამართული, ჯანსაღი, დამოუკიდებელი სასამართლო," - განაცხადა თურაზაშვილმა.
მისივე თქმით, ბუტაფორიულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტიც.
"დღეს სასამართლოში ისევ არიან ადამიანები, რომელთა ხელში თავმოყრილია ძალაუფლება, რომლებიც იკავებენ არაერთ ადმინისტრაციულ თანამდებობას, თითქოს არსებობს დამოუკიდებელი ინსპექტორიც, მაგრამ სამწუხაროდ ესეც ბუტაფორიაა....
ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, საზოგადოების და მომავალი თაობის წინაშე, რომ შევქმნათ სრულფასოვანი სასამართლო.. თუნდაც ეს მოითხოვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.... ან ამის რატომ გვეშინია?" - აღნიშნა დეპუტატმა.