პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები თბილისში შეაფასეს. ოპოზიციის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება იყო.
"ეს არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რამენაირად შეცვალონ ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც ამბობს, რომ მათ სურთ ევროკავშირში და ნატოში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული, კრემლის მიერ წარმოებული ანტიდასავლური რიტორიკა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ახლებური ნარატივი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია.