15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
პასუხისმგებლობით განმსჭვალული ყველა ადამიანის ვალია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე სიმართლე ისაუბროს - კობახიძე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით განმსჭვალული ყველა ადამიანის ვალია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიმართლე ისაუბროს.

კობახიძის თქმით, ვისაც სურს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ნებისმიერი შესაბამისი ადამიანი, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებით.

"ზოგადად, ამ ვითარებაში, რაც შექმნილია ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის ვალია, რომელიც პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომ ისაუბროს სიმართლე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, იმაზე, თუ როგორია დემოკრატიის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, როგორია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, რა პროგრესს მივაღწიეთ ჩვენ გასული 11 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რამდენად დიდი პროგრესი გვაქვს, მაგალითად, სასამართლო სისტემაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ვისაც სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ნებისმიერი შესაბამისი ადამიანი, ბუნებრივია, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებით, თან საფუძვლიანი და სამართლიანი რეკლამირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები