საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.