15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
"კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში" - 13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დაგეგმილზე გაცილებით მეტ ხანს, დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ეს იყო პრეზიდენტის სიტყვის ძირითადი ხაზი.

პრეზიდენტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, ევროდეპუტატებს შეახსენა ის მსხვერპლი, რაც ქვეყანამ საკუთარი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიღო.

აღნიშნა ისიც, რომ რჩება ხარვეზები და სისუსტეები, თუმცა მისი თქმით, ამან არ უნდა გადაფაროს ის პროგრესი, რაც ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა. მან ახსენა რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც და თქვა, რომ ეს არის შიდა დაძაბულობისა და ესკალაციისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

"კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები