05 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
"დადგება დრო, როცა მსოფლიოში ბავშვები, მათ შორის უკრაინაში დაცულნი იქნებიან ისეთი ბოროტებისგან, როგორიც რუსული ბოროტებაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი 

"დადგება დრო, როცა მსოფლიოში ბავშვები, მათ შორის უკრაინაში დაცულნი იქნებიან ისეთი ბოროტებისგან, როგორიც რუსული ბოროტებაა" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ტერორმა ასობით შვილის სიცოცხლე შეიწირა. ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა.

"სამაშველო ოპერაცია დნიპროს რეგიონში, სადაც რუსულმა რაკეტამ სახლები გაანადგურა, უკვე დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. მტკივნეულია ასეთი ცნობების მოსმენა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს.

რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა. მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომის დროს, ვიცით, რომ 485 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რიცხვი, რომელიც შეგვიძლია, ოფიციალურად დავადასტუროთ, რეალური რიცხვები კი უფრო მაღალია.
ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს სრული ინფორმაცია რუსეთში დეპორტირებული ათასობით ბავშვის შესახებ. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ძალისხმევით, დეპორტაციის შედეგად, უკრაინაში 371 ბავშვი დაბრუნდა.

ამავდროულად, ჩვენ ზუსტად ვიცით მინიმუმ 19 505 დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის შესახებ და ეს მხოლოდ ჩვენი პატარა უკრაინელების ნაწილია, რომლებიც ჯერ კიდევ მტრის ხელშია. ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები