24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთხი პირი, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხივეს მიმართ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთხი პირი სამართალდამრღვევად ცნო და ოთხივეს მიმართ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა.

ცნობისთვის, ქობულეთში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირი დააკავეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციელს დაკავების დროს ცივი იარაღი ჰქონდა დაკავებულები არ ადასტურებენ, აცხადებენ რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ცივი იარაღის შესახებ ინფორმაციას არც ქობულეთის პოლიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი გამყრელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და 4 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა.

დღის ამბები