16 აგვისტო 2026,   18:20
ვრცლად
ნიდერლანდებში სპექტაკლი "სამანიშვლის დედინაცვალი" დაიდგა

ნიდერლანდებში მოქმედმა ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი" სპექტაკლი "სამანიშვილის დედინაცვალი" წარმოადგინა. დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი ლიეტუვადან მოწვეულმა ქართველმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა.

სპექტაკლს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი სამღვდელოებასთან, ერთად დაესწრო. წარმოდგენაზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიც.

მაყურებლისთვის პიესა ნიდერლანდურ ენაზე მწერალმა არჩილ ჯავახაძემ თარგმნა.

დღის ამბები