17 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
50-წლიანი წყვეტის შემდეგ, კონსერვატორიისთვის "სტეინვეის" როიალების მიწოდება გრძელდება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა გრძელდება - კომპანია "სტეინვეი ენდ სანსთან“ (STEINWAY & SONS) თანამშრომლობა კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და დღეს კომპანიისგან როიალების მესამე პარტია, შვიდი სამუშაო როიალი მიიღო.

მუსიკალური ინსტრუმენტები უკვე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო აუდიტორიებშია, სადაც კომპანიის პროფესიონალმა ინჟინრებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს.

ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან „სტეინვეი ენდ სანს“ რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კონსერვატორიას ეტაპობრივად, 2025 წლამდე, გადაეცემა 78 როიალი.

დღის ამბები