02 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ხელოვანების ნაწილისა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის არსებული დაპირისპირება პროკურატურაში ინაცვლებს - რა მოთხოვნები აქვთ მხარეებს

ხელოვანების ნაწილისა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის არსებული დაპირისპირება პროკურატურაში ინაცვლებს. სხვადასხვა სფეროს არტისტები საგამოძიებო უწყებას სთხოვენ დეტალურად შეისწავლოს აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც ასოციაციაში სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა. საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და ამბობს, რომ ეს მის ინტერესებშიც შედის.

ხელოვანებს კიდევ ერთი მოთხოვნა, ამჯერად პოლიტიკოსებთან აქვთ, არტისტები ირწმუნებიან, რომ საავტორო კანონმდებლობაში ცვლილებები აუცილებელია, ამისთვის კი მათ დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებათ. თავად ასოციაციის ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ კანონი რუსულ ინტერესებს ემსახურება. გიგა კობალაძეს განცხადებას, კატეგორიულად არ ეთანხმებიან საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონპროექტის ავტორები და ირწმუნებიან, რომ ის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებით შემუშავდა.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ბრალდებები რუსულ გავლენებზე არასერიოზულია. კულტურის კომიტეტის წევრების თქმით, პროექტი პარტნიორების რეკომენდაციებით შემუშავდა და ის, სრულად ეყრდნობა ევროპულ სტანდარტებს.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა. მომდევნო კვირას კულტურის კომიტეტი პროექტს უკვე მუხლობრივად განიხილავს.

დღის ამბები