06 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
1 ივლისს რუსთავი 2-ის ყველაზე რეიტინგული პროექტის ფინალია

ფინალის დღე რუსთავი 2-ის ყველაზე რეიტინგულ პროექტში - "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის გამარჯვებულს ტელემაყურებელი ხვალ ღამე გამოავლენს, დღეს კი პოპულარული რეალითი შოუს ბოლო სერია გავა ეთერში.

მესამე სეზონი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, მიზეზი მონაწილეებისა და პროექტის ავტორების სპონტანური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა რომ პროექტი უკვე მე-4 თვეა გრძელდება, მის რეიტინგს კლება არ ჰქონია. რეალითი შოუს ამ სეზონმა ყველა რეკორდი მოხსნა. "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული საჩუქრად ბინას მიიღებს.

დღის ამბები