საქართველოში ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მარკუს კოპლინმა შეხვედრა გამართა კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან. განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმიც.
სტუმარმა წყალტუბოში, თერმული წყლების აბანოები დაათვალიერა და კურორტზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა.