20 სექტემბერი 2024,   01:24
ვრცლად
რუსთავის სკოლების 149 ოქროს მედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო

რუსთავის სკოლების 149 ოქროს მედალოსანმა მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. წარმატებულ მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე სიგელები ნინო ლაცაბიძემ გადასცა.

მერიის ფულადი ჯილდოს გარდა, მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა, კერძო ბიზნესის მიერ დაწესებული პრიზებიც მიიღეს. ოქროს მედალოსნებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის ტრადიცია რუსთავში, მერის - ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გასულ წელს დამკვიდრდა.

განათლების ხელშეწყობის, სკოლამდელი აღზრდის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ქალაქ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში, 18 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

 

დღის ამბები