"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ახალ სამოქმედო გეგმას, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო. სამუშაო შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა გარემოს დაცვის მიმართულებით რეგიონში ჩატარებული სამუშაოები და მიღწეული პროგრესი.
"განვიხილეთ ყველა ის სამომავლო გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში უნდა იქნეს განხორციელებული, იმისთვის, რომ ადგილზე გადაიჭრას ყველა ის ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც წლებია რეგიონს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც მდინარის გაწმენდის, ასევე, რეკულტივაციის სამუშაოებთან მიმართებით, კვლავ რჩება საკითხები, რომელიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ კოორდინირებული იყოს მუშაობა, როგორც კომპანია "ჯორჯია მარგანეზთან", ასევე ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც პარალელურ რეჟიმში ადგილზე აწარმოებს, როგორც წიაღის მოპოვებას, ასევე, გადამუშავებას," - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
ახალი სამოქმედო გეგმა ორწლიანია და მისი მიზანი მდინარე ყვირილას შლამისგან დაბინძურებით შექმნილი პრობლემის მოგვარება და ღია კარიერული წესით მოპოვებულ ტერიტორიებზე სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარებაა.