19 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს, ვისზეც უკრაინელების სიცოცხლეა დამოკიდებული - ზელენსკი

"მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს, ვისზეც უკრაინელების სიცოცხლეა დამოკიდებული" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექიმებისთვის პროფესიული დღის მილოცვისას განაცხადა.

ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარსაც ეწვია.

"პატივი მქონდა ფრონტის ხაზზე უკრაინელ ექიმებსა და ექთნებისთვის პროფესიული დღე მიმელოცა. საუკეთესოები დავაჯილდოვე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს, ვისზეც უკრაინელების სიცოცხლე ნამდვილად დამოკიდებულია.

შტაბის სხდომაზე როგორც ყოველთვის ჩვენი ცისა და ქალაქების ძირითადი თავდაცვის საკითხები განვიხილეთ. მოვისმინე მოხსენება ოდესასა და რეგიონზე რუსეთის შეტევების შედეგების შესახებ. სპასო-პრეობრაჟენსკის საკათედრო ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, ვგრძნობ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი მორალი კიდევ უფრო ძლიერია. უფრო ძლიერი, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები