ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური სპორტული კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა. შეაჯამეს ექვსთვიანი მუშაობა, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე.
თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 6 თვეა რაც ფუნქციონირებს, სადაც ადგილობრივები დიდი და მცირე საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობენ.
ასევე, კომპლექსში კრივის, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს უფასო წრეები ფუნქციონირებს.