19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"დამზადებულია საქართველოში“ - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ოლგა და ალექსანდრ ფლორენსკების გამოფენა - "დამზადებულია საქართველოში“ გაიხსნა.

საქართველო ფლორენსკების შემოქმედებითი ტანდემის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემაა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, საქართველოს შესახებ შექმნილი სერიები: თბილისისა და ბათუმის ხედები, ადგილობრივების პორტრეტები და ქართული ანბანის სერია. გამოფენა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები