19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.

წელს, 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. შეფასება შეიცვალა სულ 1 498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,17%-ია.

ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განმარტებით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

"აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია აპელაციის შედეგები. გარდა აპელაციის შედეგებისა, აბიტურიენტები თავიანთ გვერდზე უკვე ნახავენ მათ გათანაბრებულ და სკალირებულ ქულებს.

რაც შეეხება გათანაბრებას,მ შევახსენებ აბიტურიენტებს, რომ ყოველ წელს, იმ საგანში სადაც არის ერთზე მეტი ვარიანტი. ხდება ქულების გათანაბრება. თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა აღმოჩნდება მინიმალურ ზღვარზე მეტი მაშინ ის აბიტურიენტი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

კიდევ ერთი საშუალება გავიგოთ ვაგრძელებთ თუ არა კონკურსში მონაწილეობას, თუ ჩვენს სარეგისტრაციო გვერდზე გვიჩანს სკალირებული ქულა, ესე იგი ვაგრძელებთ კონკურსში მონაწილეობას, თუ სკალირებული ქულა არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ერთ0-ერთ საგანში აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი, შესაბამისად, ის აბიტურიენტი ვერ აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ხვალ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს ვადა, რომ ცვლილება შეიტანონ თავიანთი პროგრამების ჩამონათვალში ", - განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

დღის ამბები