20 სექტემბერი 2024,   04:46
ვრცლად
სერბული მაფიის ლიდერის, ჯოვან ვუკოტიჩის მკვლელობაში ბრალდებული საქართველომ თურქეთს გადასცა - ვრცელდება ექსტრადაციის ვიდეო

სერბული მაფიის ლიდერის, ჯოვან ვუკოტიჩის მკვლელობაში ბრალდებული საქართველომ თურქეთს გადასცა - ინფორმაციას და ექსტრადაციის ამსახველ კადრებს უცხოური მედია ავრცელებს.

იაკუპ დოგანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, სწორედ დოგანი მართავდა მოტოციკლს, რომლიდანაც გასულ წელს, სტამბოლში ვუკოტიჩს ესროლეს.

პორტალის RTCG ინფორმაციით, მკვლელობაში ბარიშ ნეკოს მიერ მართული კრიმინალური ორგანიზაციის წევრები დაადანაშაულეს, მოგვიანებით კი დოგანმა ქვეყანა დატოვა. ის საქართველოში 2022 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები