20 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ახლა მნიშვნელოვანია ხიდის საკითხი, რომელიც 9 სოფელს აკავშირებს და ეს ხიდი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს-ლევან იოსელიანი საგარეჯოში ჩავიდა

სახალხო დამცველი სააგარეჯოს, სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობას ხვდება. ლევან იოსელიანს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის თემში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

თავდაპირველად მან ის ხიდი მოინახულა, რომელიც მდინარე იორზე და სოფლებთან დამაკავშორებელ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს.

იოსელიანის განმარტებით, ადგილობრივებს უპირველესად ამ ხიდის რეაბილიტაციის საკითხში დაეხმარება, რადგან, დასკვნის მიხედვით, ამორტიზირებული და საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ადგილზე არსებულ პრობლემებს სხვადასხვა სოფლებშიც გაეცნობა.

"ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ხიდის საკითხი, რომელიც 9 სოფელს აკავშირებს და ეს ხიდი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს,"- აცხადებს იოსელიანი. 

დღის ამბები