თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს საკითხი არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას ქვეყანაში და პოლიტიკურ პოლარიზაციას გაზრდის. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
"რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს - ეს არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყნის ევროპულ გზას. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში, თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და ამ ისტორიულ მომენტში, წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა ერთმანეთთან," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.